აზნივ ვოსკანიანი: წალკის მერიის დაფინანსებით კიზილქილისის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა
23-09-2020, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ადგილობრივი მერიის დაფინანსებით ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, მოწესრიგდა წყლის სისტემა და ტუალეტები და სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ინსპექტირების გავლის შემდეგ, საკლასო ოთახებში დაიწყო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი)

 


როგორც GUARDIAN.GE-ის კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორმა, აზნივ ვოსკანიანმ განუცხადა, გათბობის სისტემის მოსაწესრიგებლად წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 000 ლარზე მეტი გაიღო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები) 

 


„მანამდე სკოლა ღუმელების მეშვეობით თბებოდა, რაც დამეთანხმებით, ამხელა მოცულობის სკოლისთვის მოუხერხებელი, რთული და არაკომფორტული იყო.

 

 

 


„მოგეხსენებათ, აქ ცივი ზამთარი იცის და ტრადიციული ღუმელით საკლასო ოთახების სათანადოდ გათბობა ვერ ხერხდებოდა.

 

 

 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო წალკის მუნიციპალიტეტის მერიას, მის ხელმძღვანელობას ჩვენ მიმართ გაწეული უზარმაზარი დახმარებისთვის. წელს უკვე ცენტრალური გათბობით ვხვდებით ზამთარს.

 

 

 


„გათბობის სისტემის დამონტაჟებასთან ერთად, მოწესრიგდა წყლის სისტემა, ტუალეტები. ონკანი სკოლის შემოსასვლელშიც დავამონტაჟეთ.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი)

 


„გარდა ამისა, დავამონტაჟეთ უსაფრთხოების კამერები, რაც კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის სკოლის საქმიანობას.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი) 

 


„მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჰიგიენის დაცვას და იმისათვის, რომ სკოლამ შეასრულოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები, აუცილებელია სველი წერტილები გამართულად ფუნქციონირებდეს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები) 

 


„რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, ამ მხრივ პრობლემა არ არის, რადგან 153 მოსწავლე გვყავს, სკოლის შენობა კი სამსართულიანია, სივრცე დიდია და შესაბამისად, დისტანციის დაცვაც ადვილია“, უთხრა GUARDIAN.GE-ის აზნივ ვოსკანიანმა.

 

 

 


დირექტორმა მარტის არდადეგების შემდეგ დანერგილი ონლაინ სწავლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს პერიოდი ყველასათვის რთული აღმოჩნდა, თუმცა სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილა.

 

 

 


„რა თქმა უნდა, რთული იყო ეს პერიოდი, რადგან ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც სწავლების ასეთი მეთოდი სიახლე იყო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი) 

 

 


„განსაკუთრებით რთული იყო ეს დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც კი ეკიდებოდნენ სწავლას, ვიდრე შედარებით უფროსკლასელები.

 

 

 


„საბედნიეროდ, ეს პერიოდი კარგად გავიარეთ. რა თქმა უნდა, ახლდა გარკვეული ხარვეზები ონლაინ სწავლებას, რადგან სოფელში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი არ გვაქვს და ტექნიკური პრობლემები იჩენდა თავს, თუმცა ასეთ დროს ტელეფონის მეშვეობით ინდივიდუალურად ხდებოდა მოსწავლეებთან კავშირის დამყარება.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: მარცხნივ, კიზილქილისის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მანუშაკ ქუჩუკიანი; მარჯვნივ, სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი) 

 

 


„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ბედნიერები ვართ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებით. სკოლას დაუბრუნდა ხალისი. პედაგოგებიც და მოსწავლეებიც სხვა შემართებით გამოიყურებიან.

 

 

 

 


„ყველა გახარებულია იმით, რომ სრულად მოწესრიგდა გათბობის სისტემა. გარემონტდა ტუალეტები, უკვე გვაქვს სკოლის შენობაში წყალი და ზოგადად, მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ეს ყველაფერი უფრო მეტად აისახება სწავლის ხარისხზე. მეტი მოტივაცია აქვს ყველას.

 

 

 


„ვფიქრობ, სადავო არ არის, რომ კლასებში ცოცხლად ჩატარებული გაკვეთილები რადიკალურად განსხვავდება ონლაინ სწავლებისგან.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის  ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი, ციცინო კანციანი)

 


„კლასში მასწავლებელი სხვანაირად გრძნობს თითოეული მოსწავლის ქცევას და ბუნებრივია, მოსწავლეებიც სულ სხვაგვარად აღიქვამენ კლასში, მათ პირისპირ მყოფ მასწავლებელს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: კიზილქილისის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მანუშაკ ქუჩუკიანი)

 


„გარდა ამისა, ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ურთიერთობას, რეალურ და არა ვირტუალურ ურთიერთობებს, რასაც მოკლებულები ვიყავით.

 

 

 


„ჩვენს მუნიციპალიტეტში საბედნიეროდ კორონავირუსი დღემდე არ გამოვლენილა და იმედს ვიტოვებთ ეს მდგომარეობა შენარჩუნდება.

 

 

 


„ასევე იმედს ვიტოვებ, რომ აღარ მოგვიწევს ისევ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის აზნივ ვოსკანიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი