თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების სხვა შემთხვევები კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში, დუშეთში – ერთი, ზუგდიდში – ორი“, – აღნიშნა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.