თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „უსინდისო, მხდალი და გადამგდები“ სააკაშვილი, რომელიც ივანიშვილის „კარიკატურად გადაიქცა“, „წამოკოტრიალდება კიევში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, რა წუთშიც არჩევნებს წააგებს“
23-09-2020, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში გიგა ბოკერიასთან ერთად აქტიურად ჩართული თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ივანიშვილის კარიკატურას“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ახლა რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებების დამსახურებით წარმატებას მიაღწიოს, თვითონ გადაბრუნდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, კიევში, დაიძინებს და „იგულავებს“.

 


„სააკაშვილს ხალხი ჰგონია ცხვრების ფარა. თვითონ არ სცემს პატივს იმას, ვისაც მხარდაჭერას სთხოვს. როგორ ფიქრობს, ვერ ხვდებიან ახლა ისინი, რომ 40-ჯერ რომ ეტყვი ჩამოვალო და მერე აღარ ჩამოხვალ, არაკაცი ხარ. გადამგდები რომ ხარ და არაკაცი, ვერ ხვდება ეს კაცი? რატომ ექცევა ასე უპატივცემულოდ. ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს. სულელი ჰგონია ეს ხალხი, დებილები ჰგონია“, განაცხადა „პალიტრა ტვ“-ის ეთერში ჩერგოლეიშვილმა.

 


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის გარეშე ექნება უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე მისი თაოსნობით. „ექნებოდა, სააკაშვილი რომ დაეოკებინათ, სააკაშვილს რომ არ გაეკეთებინა ეს განცხადებები. მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს მეორე პარტია, ეს პარტია არის „ევროპული საქართველო“ და რაღაცნაიარად მოახერხებს, რომ სააკაშვილის გაფლანგული ხმების კონსოლიდირება 2-იანის („ევროპული საქართველოს“ საარჩენო ნომერი) სასარგებლოდ მოახდინოს“, განაცხადა გიგა ბოკერიას მეუღლემ.

 


ჩერგოლეიშვილმა ისიც თქვა, რომ სააკაშვილი „არის უსინდისო, რომელიც წამოკოტრიალდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, რა წუთშიც არჩევნებს წააგებს“.

 


„ბიძინა ივანიშვილს ბაძავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან დიდხანს უყურა ბიძინა ივანიშვილს და მას დაემსგავსა. ურჩხულს როცა ებრძვი, საშიშროებაა რომ ურჩხულს დაემსგავსო და მაგას ეს მოუვიდა, ეგ არის მისი ტრაგედია, გადაიქცა იმის კარიკატურად, რასაც ებრძოდა და ახლა ასეთი სამარცხვინო რაღაცები უწევს, რომ ერთ დღეს ერთი ილაპარაკოს, მეორე დღეს მეორე, ეგ მხდალი, გადამგდები, უპასუხისმგებლო მხდალი, გადამგდები. აი, რას იზამს იცით? ახლა რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებების დამსახურებით წარმატებას მიაღწიოს, თვითონ გადაბრუნდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, კიევში, დაიძინებს და „იგულავებს“ და ამ ხალხმა აქ, მისმა პარტიამაც მათ შორის, თავი უნდა მოიკლას კიდევ შემდეგი 4 წელი, რომ ეგებ ივანიშვილი დაამარცხოს. ეგეთი უსინდისოა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეგ კაცი არის უსინდისო, რომელიც წამოკოტრიალდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, რა წუთშიც არჩევნებს წააგებს. ავი ძაღლივითაა, არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოუვა“, განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი