ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მესტიის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ტერიტორიული რეზერვის პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
23-09-2020, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ტერიტორიული რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს.

 


პროგრამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, მაიორმა, ფრიდონ მახარაძემ და კაპიტანმა, ზაალ გარუჩავამ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

 


ეროვნული გვარდიის მაიორის განცხადებით, აქტიური რეზერვი საქართველოში სამხედრო სამსახურის ახალი სახეა. საქართველოში სარეზერვო სამსახური ორი სახისაა – აქტიური და სამობილიზაციო სამსახური. აქტიური რეზერვი ნებაყოფლობითია, მასში მიიღებიან ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის რეგიონებში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები და 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები.

 


აქტიურ რეზერვში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და საბრძოლო მომზადებას წელიწადში მხოლოდ 45 დღეს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, რეზერვისტებს შეუძლიათ ცხოვრების ჩვეული სტილი არ შეიცვალონ და განაგრძონ სწავლა ან მუშაობა. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.

 


მაიორის, ფრიდონ მახარაძის განცხადებით, პროგრამა მორგებულია სტუდენტებზე, რომლებიც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ, მისი დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

 


თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით ტერიტორიულ რეზერვში არ მიიღებიან პირები, რომლებიც გასამართლებული არიან განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურიდან დისციპლინური საქციელის ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების დამამცირებელი მოქმედებისთვის, ასევე ვინც არ წარმოადგენს ცნობას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

 


მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე http://onlinebct.mod.gov.ge/ დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე http://mod.gov.ge/ 

 


ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი