[ვიდეო] საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა
23-09-2020, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს,  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

 

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით მათ დაკანონებაში. ახლა მინდა გითხრათ, რომ კიდეც 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, 1 ოჯახი - ქიზიყის ქუჩაზე, 3 კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 


 

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი  რაიონის გამგეობას მიმართონ. 

 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი