პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც გვექნება კითხვები, ასევე დავაზუსტებთ, ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“
23-09-2020, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც გვექნება კითხვები, ასევე დავაზუსტებთ, ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

 

 

მისი თქმით, დღევანდელი დაკითხვა იმ ფოტოსურათებს შეეხება, რასთან დაკავშირებითაც დავით ფურცხვანიძე ფიგურირებს.

 

 

ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილის მობილურ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოჩნდა და კითხვებიც სწორედ ამას უკავშირდება.

 

 

„ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ. დღევანდელი დაკითხვა დავით ფურცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან კითხვები გვექნება იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

 

დღეს, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან.

კომენტარები: 1
#1   Larryknity
      
28 ოქტომბერი 2020 05:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი