„ლეიბორისტული პარტია“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შაბათს, 26 სექტემბერს დაასახელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„შაბათს, 26 სექტემბერს, ლეიბორისტული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, ასევე ქალაქების მერებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებს“ წერს Facebook-ის პირად გვერდზე „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსი ქეთი დოლიძე.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-მ კი, რომელიც შალვა ნათელაშვილთან აქტიურად თანამშრომლობს და რომლის პრემიერ მინისტრობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 23 სექტემბერს წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.