იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ისტორიული კავშირების უგულებელყოფის ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება.
"ძმანო და დანო, ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის წაშლა. ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა კი წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა აფხაზებს და ოსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.