აჭარაში ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
„აჭარაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გახდა. ხვალ, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, დაწესდება შეზღუდვა, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. 22:00 საათიდან ხვალ რესტორნები იკეტება აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში რესტორნები მუშაობს. ხვალიდან, 22:00 საათიდან მთლიანად არ იკეტება, დღის განმავლობაში მუშაობს. ვადასთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.