საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
ხობის მერიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
ხობის კულტურის სახლში რაჟდენ კუპრაშვილმა მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები გააცნო.
ურიდიულიდახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფოორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.