კახა კალაძე: არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში
24-09-2020, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

 

 

„მოგესალმებით ყველას, ვინც დღევანდელ ვიდეომიმართვას ელოდება იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე და მათაც, ვინც ეს სიმართლე მაყურებელს დაუმალა. ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ფეიკნიუსებმა წალეკა მედიასივრცე. ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი მსოფლიო. ჩერჩილს აქვს ასეთი გამოთქმა - „ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლეს ჯერ შარვალიც არ ჩაუცვამსო“. ასეა, სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება. ნუ გვგონია, რომ სიმართლის თქმა ზოგჯერ ზედმეტია. რა ვქნათ, ვუსმინოთ როგორ გვატყუებენ, როგორ ცდილობენ შექმნან გამოგონილი რეალობა? ჩემი პასუხი უკვე იცით - არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ კი, ვინც ახლა მიყურებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - არ გაჩუმდეთ დეზინფორმაციაზე, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი