რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის გავრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ძირეულ უფლებებს. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ისევე, როგორც - ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლის იმედები და ოცნებები, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, კონფლიქტით მიყენებული ტკივილი რეალურია, ხოლო შედეგები, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - უმძიმესი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე მთავრობამ საცხოვრებლით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი უზრუნველყო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოკუპაციის მიუხედავად, მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
"ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო - რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელ წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.