რამდენიმე დღეა იტალიელი პოლიციელები 52 წლის ლალი ნამჩევაძეს ეძებენ, რომელიც 2 წელია შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება.
ნამჩევაძის მეუღლე თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ცხოვრობს. როგორც მან შვილისგან შეიტყო, ლალი ნამჩევაძე სახლიდან 11 თებერვალს ნაგვის გადასაყრელად გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ქალბატონს სახლში ჰქონდა დატოვებული. ქალბატონის მეუღლის თქმით, ლალი ნამჩევაძემ რამდენიმე დღის წინ თავის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თავს შეუძლოდ გრძნობდა. ქალბატონი ამჟამად უმუშევარი იყო. იტალიის პოლიცია დაკარგულ ქალბატონს ამ დრომდე ვერ პოულობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.