ირაკლი ღარიბაშვილი: ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება
01-10-2015, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება,–ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საქართველოს გეგმები და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.


„ჩვენი გეგმის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ჩვენი ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება. ზრდის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება მიმზიდველი. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების უფლების დაცვა გარანტირებულია,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


მისი თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 87 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.


„გარდა ამისა, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი: უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი,“–აღნიშნა პრემიერმა.


გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვის გამოსვლის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიზნად მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული მომავალი დასახა.

 


„მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ყმაწვილსა და გოგონას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა. მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ადამიანებს არ აშინებთ ჯანდაცვისა თუ თავიანთი ოჯახების დაცვისთვის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რესურსების არარსებობა. მე ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მე ვხედავ სახელმწიფოს, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს. მე ვხედავ ქვეყანას, როგორც სამეზობლოში სიკეთისა და სტაბილურობის მხარდამჭერ ძალას, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ეს შეშვენის მსოფლიოს მოქალაქეს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი