ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიმართა
25-09-2020, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID -19) დაკავშირებით, დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებზე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჯუმბერ ტურავამ და ა(ა)იპ ,,ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ეკა ხასიამ.
ტრენინგის მიზანია საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების წარმომადგენლებმა შეძლონ უსაფრთო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა.
სადეზინფექციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩატარდება.
ხობის მუნიციპალიტეტის 25-ივე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბერს იგეგმება.
ახალ სასწავლო წელს ძველი ხიბულაში აღსაზრდელები ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში შეხვდებიან, რომელიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.
ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
იგეგმება პირველი ხორგის საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი