თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
25-09-2020, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook გვერდზე - Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. 

 

 

ფესტივალის გახსნის ონლაინ ღონისძიებას, სხვა პარტნიორებთან და ორგანიზატორებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ყველას ამ ფესტივალის გახსნა. ძალიან რთულ და უცნაურ დროს გვიწევს ცხოვრება, როდესაც ღონისძიებები უქმდება ან მათი ფორმატი იცვლება. მოხარული ვარ, რომ ორგანიზატორების ძალისხმევით,  მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი წელს მაინც ტარდება.  ვფიქრობ, რომ ის სულისკვეთება და აქტივობები, რომელიც ახასიათებს ამ ფესტივალს, მაინც შენარჩუნდება. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს თბილისს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსი ექნება და ვიმედოვნებ, ერთობლივად მრავალ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

 

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე - www.gpba.ge 

 

 

ფესტივალის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ, პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რისკის შემცველი გახდა, როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე, სტუმრებისთვის. 

 

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი