საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოზიდულია საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით და ქვეყნის ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა.
მისი შფასებით, ეროვნული ბანკი ფასებს კარგად ართმევს თავს, ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს და წლის ბოლოსთვის ის სავარაუდოდ, 4%-ზე ნაკლები იქნება.
"პანდემიის გავრცელების შემდეგ შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ, მათ შორის საქართველომ. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის ათ პროცენტს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, ეს გამოიწვევდა ლარის კურსზე ზეწოლას, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა. წელს არის დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ეროვნულ ბანკს აძლევს საშუალებას, საჭიროების მოცულობით მიაწოდოს ბაზარს ვალუტა. საჭიროების მოცულობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და ის ყველაზე კარგად ხედავს, რა მოცულობას ექნება ეფექტი. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, საჭირო დოზით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა. აქ დიდი რისკები არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან, ეს რეზერვები უკვე ჩამორიცხულია, დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე მეტი. ძალიან დიდი ნაწილი რატიფიცირებულია და ეტაპობრივად ჩამოდის.
რაც შეეხება ფასების ზრდას, ფასებს, ვფიქრობ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად ართმევს თავს. ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. ლარის კურზე მოქმედებს ის მოლოდინებიც, რაც პანდემიამ გამოიწვია. თუმცა, ჩვენ მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო ვალუტა მიაწოდოს ბაზარს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.