სულ მცირე 22 ადამიანი, უმეტესობა კადეტები არიან დაღუპული უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
თვითმფრინავი, „ანტონოვ-26“, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხარკოვის სიახლოვეს იმ დროს ჩამოვარდა, როცა ის დაშვებას აპირებდა.
სამხედრო თვითმფრინავს ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კადეტები გადაჰყავდა და ის სასწავლო ფრენას ასრულებდა.
საგანგებო დავალებათა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული და სამი დაკარგულის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა.
ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.