გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა
02-10-2015, 00:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. სოლომონია კეთილმოწყობის სამსახურსა და ტენდერების საკითხს კურირებდა და მისი პოსტიდან წასვლა, შესაძლოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდებოდეს.  


თბილისის მერიასა და საკრებულოს მმართველ გუნდში სოლომონიას თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რიმა ბერაძის თქმით, სოლომონია მერთან ერთად მივლინებაში იმყოფება.


თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ორი დღის წინათ, 30 სექტემბერს დატოვა. სუდაძეც და სოლომონიაც ნარმანიას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს სამინისტროში მაღალ თანამდებობეს იკავებდნენ. სოლომონია მინისტრის მოადგილე იყო, სუდაძე კი ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი