საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარაშია – 166 , იმერეთში – 55, თბილისში 41 ახალი შემთხვევა არის, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 18, გურიაში – ცხრა, ქვემო ქართლში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ასევე ერთი შემთხვევაა კახეთში“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.