ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.