(GUARDIAN.GE) - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება რუსეთიდან აჭარის რეგიონში ტურისტების „ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით“ შემოყვანამ განაპირობა და მას აქვს გეგმა თუ როგორ უნდა შემცირდეს ვირუსი.
„პრობლემებს შორის პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. იმიტომ, რომ, ეს ტემპები, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, უნდა სასწრაფოდ, როგორმე მოვახდინოთ ამის განეიტრალება იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე პირველ რიგში, უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ამას აქვს პოტენციალი, რომ ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, განაცხადა სააკაშვილმა და არ დაუკონკრეტებია თუ რას მოიცავს მის მიერ ნახსენები გეგმა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება რევანშის და „ოლიგარქიული წყობის“ წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების „და ეს არ განხორციელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს“.
„როგორია ტაქტიკა არსებული ოლიგარქიული წყობის? პირველ ხაზად, დაცვის, ისინი იყენებენ რაღაც ნაწილს ოპოზიციური ჯგუფების, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, სააკაშვილის ლანძღვის, იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა სწორედ, ჩემი პიროვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის, რაც არის დაკავშირებული ჩემთან, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი - და არა რაღაც სისხლის სამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის წინააღმდეგი ვარ მე პირადად კატეგორიულად და ეს არ განხორციელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება და ეს შეგვიძლია სწორედ ჩვენ და ამიტომ ეშინათ ჩვენი ყველაზე მეტად“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.