შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის დაიკავოს საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, „თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება“
26-09-2020, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, თბილისში, მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მზად არის დაიკავოს „საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება“.

 

 

 

 

„ძვირფასო მეგობრებო! დღეს თქვენი სახით აქ იმყოფება დაუმარცხებელი პარტია, რომელიც 25 წელია, ვერანაირმა ისტორიულმა ქარიშხალმა ვერ გადალახა და ვერ ააღებინა ხელი ემსახუროს ხალხსა და ერსა და ქვეყანას. 8 წლის წინ ჩვენ ამ მეტეხის წმინდა ადგილიდან შევპირდით რუს ოლიგარქს, ივანიშვილს, რომლის სასახლე აგერ ჩანს, რომ მისგან არაფერს აღარ დავტოვებდით იმ ტყუილებისა და გადაგდებისათვის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და ეს დაპირება მას შევუსრულეთ.

 

 

„ჩვენ გავაერთიანეთ ყველა პოლიტიკური პარტია, გვერდზე დავიყენეთ მთელი დემოკრატიული მსოფლიო და ახლა, 31 ოქტომბერს, პატარა წკიპურტი უნდა და ამ ქაჯეთის ციხიდან აღარაფერი აღარ დარჩება და საქართველო შევა განვითარების იმ სტადიაში, რაც მას ეკუთვნოდა აქამდეც.

 

 

„მე მზად ვარ დავიკავო სქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია, რის შემდეგაც, ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები ადამიანი და როდესაც ჩვენ ნამდვილად გვექნება ის საქართველო, რომლის ოცნებაშიც არაერთი თაობა წავიდა“, განაცხადა ნათელაშვილმა და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატები დაასახელა.

 


„ვართ 10 ნომერი და გვყავს 10 რჩეული მაჟორიტარი, მეგობრებო. თქვენი მონა-მორჩილი ნაძალადევში წარდგენილია გაერთიანებული ოპოზიციის სახელი და მე ნაძალადევლებლს ვეუბნები, რომ ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 


„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან:

 

 

თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი-ახმეტაში - ნიკა ვარდოშვილი

 


რუსთავში - მიხეილ ქუმსიშვილი

 


მარნეული-გარდაბანი - ალი ბადიროვი

 


თეთრიწყარო-ბოლნისი-დმანისი-წალკა - თემურ წიკლაური

 


მესხეთში - გიორგი ჩიტაური

 


მცხეთა-მთიანეთში - ბექა ნათელაშვილი

 


ზესტაფონი-თერჯოლა-ტყიბული - სამსონ გუგავა

 


გურიაში - დავით მამალაძე

 


ბათუმში - ტარიელ კალანდარიშვილი

 


ნათელაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატებიც დაასახელა. ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე იქნება, კასპის - ოთარ ქოსაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი