ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის მთავარი სპეციალისტი და შპს "არქიმედეს" დირექტორი დააკავეს
02-10-2015, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს "არქიმედეს" დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.


მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ მჭედლიძემ მოქალაქეს სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 300 ლარი. აღნიშნული თანხა მან გენადი ამბროლაძის დახმარებით აიღო.


თეიმურაზ მჭედლიძე და გენადი ამბროლაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338 მუხლის პირველი ნაწილით).


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი