ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით
26-09-2020, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

 

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს, თუმცა ნელ-ნელა შემცირების ტენდენცია იკვეთება.

 

 

„გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი გვაქვს აჭარის რეგიონში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ რეგიონზე მოდის ახალი შემთხვევების 65-70 პროცენტი. ამდენად, ამ რეგიონში გვაქვს შემთხვევები, სადაც ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავდივართ.

 

 

როდესაც 9-10 სექტემბერს აჭარაში პირველი ნახტომისებური ზრდა გვქონდა, იმ დღეებში ყოველდღიურად 150-160 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, გვაქვს 110-111 პროცენტიანი ყოველდღიური ზრდა და ეს მიმანიშნებელია, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა. ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, რაც დაწესდა აჭარაში, უნდა იმოქმედოს იმაზე, რომ თანდათან ეპიდვითარების სტაბილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

 

 

„სამწუხაროდ, ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. ყველა მათგანი მოგეხსენებათ, იყო მძიმე. აქედან ორი ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი იყო, დანარჩენები ასევე, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საქართველოში ინფიცირების საერთო მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 0.57 გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი