თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან უმტესობა -193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება.
„294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება; გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი; იმერეთში – 14; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი; სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული; შიდა ქართლში – ოთხი; კახეთში – ორი; მცხეთა-მთიანეთში – ერთი“, განაცხადა მარინა ენდელაძემ და დაამატა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით (რედ. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით) არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„27 სექტემბრისთვის ქვეყანაში დადასტურებულია 5 254 კოვიდინფიცირების შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 296, დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, მატება აღარ გვქონია. მთლიანად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1 906. შესაბამისად, 3 348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ-ცენტრებში, სასტუმროებსა და ძალიან მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან, კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. ჩვენს ცენტრში გახლავთ 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის სამი არის ახალი, მათგან ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე. ზოგადად მძიმე პაციენტების რაოდენობა სამია, მათგან ერთი არის კრიტიკულად მძიმე“, თქვა ენდელაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მოხდება მდგომარეობის დასტაბილურება და პროცესის შეჩერება.
„ვხედავთ, რომ თბილისში ძალიან დიდი რაოდენობით არ არის, 15 პროცენტია მხოლოდ, მწვანე ზონაში ვართ ჯერჯერობით. ვფიქრობ, არ იქნება მატება, დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა, რადგან არ არის ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა. ამიტომ ვფიქრობ, დასტაბილურდება და მოხდება ამ პროცესის შეჩერება“, განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მანვე დასძინა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები ცნობილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.