ბეთანიაში, თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
27-09-2020, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტირდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო.

 


თამარ მეფის ქუჩაზე გზის განახლება მოხდა, სალბიერის ქუჩაზე და ჩიხში კი, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო საფუძველი და პირველად დაიგო ასფალტი. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტებით, 12 740 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 693 754 ლარი გამოიყო.

 


ბეთანიაში გზების მოწესრიგების პროცესი გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, ოთხი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ქუჩებზე, სადაც გრუნტის გზა იყო, პირველად დაიგო ასფალტის საფარი. მოწესრიგდა ლადო ასათიანის ქუჩა და პირველი ჩიხი, მურმან ლებანიძის ქუჩა და პირველი ჩიხი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა. საერთო ჯამში, 9 929 კვ.მ ფართობის გზა მოეწყო. აღნიშნული ოთხი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ 658 610ლარი შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი