(GUARDIAN.GE) - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება და შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სომხეთი ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ლიბანიდან ასახლებს ოჯახებს“.
„ყარაბაღში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ყარაბაღის მოსახლეობა მცირდება და ამიტომ სომხეთი იქ უცხო ქვეყნებიდან ასახლებს ხალხს. ეს არაკანონიერია. ყარაბახში არსებულ მეჩეთებს შეურაცხყოფენ, ჩვენი წინაპრების საფლავებს ანგრევენ.
როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია, ეს ტყუილია. როცა მე ვამბობ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს სიმართლეა.
საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს მხარესაა, აღიარებულია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია“, განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სადავო მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო შეტაკებები განხორციელდა, ჩამოგდებულია სულ მცირე ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, იტყობინება BBC.
სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა წამოიწყო.
აზერბაიჯანულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. მათივე ცნობით, დაღუპულები და დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
სომხეთს თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის რეგიონულ დედაქალაქ სტეფანაკერტზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 08:10 საათზე დაიწყო. მათივე ცნობით, მათ ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და სამი ტანკი გაანადგურეს.
„ჩვენი პასუხი იქნება პროპორციული, არსებულ მდგომარეობაზე კი სრული პასუხიმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასობაში კი, აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი ჯარების „კონტრ-შეტევითი ოპერაციის“ შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც „სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქმედების ჩახშობა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სოფლის მიმართულებით გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი და დაჭრა და ინფრასტრუქტურის დიდი დაზიანება გამოიწვია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი ვერტმფრენი დაკარგეს, მაგრამ ეკიპაჟი გადარჩენილია და განადგურებულია 12 სომხური საჰაერო სისტემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.