პრემიერ მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა
27-09-2020, 17:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.

 


თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს ამიერიდან ახალ მისამართზე, სპირიდონ კედიას ქ. N7-ში უსასყიდლოდ მოემსახურება.

 


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, ვინაიდან იამანიძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვაში მისი გადასვლის შემდეგ, შემუშავდა რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა. უწყებას ჰოსპიტლისთვის კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში 1500 კვ.მ. ფართი თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო, ხოლო სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკელი პარტნიორები.

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა და ღვაწლმოსილი ვეტერანების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

ჰოსპიტალი ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. მულტიპროფილური ჰოსპიტალი წლების განმავლობაში, უმაღლესი კვალიფიკაციის პერსონალით, უსასყიდლოდ ემსახურებოდა ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანებს. ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია. მათ შორის არიან ის სამხედრო ექიმები, ექთნები, მედდები, რომლებიც ვეტერანების ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი