აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
28-09-2020, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

 

 

„აშშ უმკაცრესად გმობს ძალადობის ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა მოუწოდოს მათ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციის მოქმედი არხი, რათა ესკალაცია არ გაგრძელდეს და მოერიდონ უსარგებლო რიტორიკასა და ქმედებებს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძალადობის ესკალაციაში გარე ძალების მონაწილეობა უსარგებლო იქნება და დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.

 

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გუშინ დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი