ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის
28-09-2020, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის შექმნილი და შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.

 

 

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად მუშაობს აჭარაში და აღნიშნული მექანიზმი ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც.

 

 

„არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, ჯანდაცვის სისტემა მართავს. აჭარაში ჩვენ, მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად ჩაერთო. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც, ქუთაისში, ბათუმში. რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევებიდან მხოლოდ დაახლოებით ერთი პროცენტია ხოლმე კრიტიკული, 10 პორცენტი არის მძიმე, დანარჩენი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო. ამიტომ ამ დიდი რგოლის, ე.წ. 85 პროცენტის მართვა შესაძლებელია კოვიდ-სასტუმროებში, კოვიდ-საკარანტინო სივრცეში და ბინაზე. ამ მექანიზმმა აჭარაში გაიარა სერიოზული პილოტირებადა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სხვა რეგიონებშიც გვექნება ზრდა, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ფართომასშტაბიანი ისეთი ზრდა, როგორიც უცბად გვქონდა აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი