საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვუდროუ უილსონის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.
უილსონის ცენტრის პრეზიდენტმა ჯეინ ჰარმანმა შეკრებილ საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა, როგორც განათლებული და მოაზროვნე პოლიტიკოსი.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე გაამახვილა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო ქვეყნის რანგში.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას აკადემიური, პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.