(GUARDIAN.GE) - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ბევრ ქვეყანაში ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვვები მკვეთრად მატულობს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში მცხოვრებნი არიან. ექსპერტები სიფრთხილით აცხადებენ, რომ ნამდვილი მონაცემები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან მსოფლიოს 188 ქვეყანაში გავრცელებულმა ვირუსმა დღემდე 32 მილიონზე მეტი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია. ჩაკეტვებმა და სხვა ზომებმა, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერებას ითვალისწინებს, ბევრი ქვეყნის ეკონომიკის რეცესიაში გადასვლა განაპირობა.
ამ ფონზე, კი ეფექტური ვაქცინის შექმნის პროცესი გრძელდება, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა 2 მილიონს მიაღწიოს, ვიდრე ვაქცინა ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.