ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა. დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
„დაახლოებით 03:00 საათზე შევიდა ზარი, რომ ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ექვს წუთში ეკუპაჟი მოვიდა. ხანძრის ლიკვიდაცია, ანუ დაჭერა ყველა მხრიდან, რომ გავრცელება არ ყოფილიყო, 40 წუთში უკვე უზრუნველყოფილი იყო. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასმასის მასალები იყო ძირითადად. მოახერხეს და ლიკვიდაცია გააკეთეს. როგორც მეპატრონე იძახის, ტერიტორია, ბაზრობა დაზღვეულია. დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როგორც კი მეხანძრეები დაამთავრებენ მუშაობას, შევა კრიმინალური და ის დადებს დასკვნას, რა იყო ხანძრის მიზეზი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლოკალიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.