საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში მართავს.
ქვეყნის პირველი პირი აშშ-ს კონგრესის იურიდიული და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ტედ პოს და დემოკრატიული საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს სტენი ჰოიერს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები ასევე გამართა სენატორ რონ ჯონსონთან და ტომ კოტონთან.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური იუწყება, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ტერორიზმის ყველა ფორმით გამოვლინება დ ა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი აქტების განხორციელბით.
საქართველოს დელეგაციამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება და ამ ურთერთბის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა.
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე რუსული ოკუპაციისა და ანექსიისას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობაზე და ამ პროცესის საწინააღმდეგო ზომების მიღებაზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს, ხაზგასმით აღინიშნა იმ ინიციატივის შესახებ, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შემოღება გულისხმობს. მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.