პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ლელოს“ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, კახა კოჟორიძემ, როგორც იურისტმა, უნდა იცოდეს, რომ იძულების შემცველი კანონპროექტი პარლამენტში არ უნდა შეიტანოს.
„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, განხილული იქნება თუ არა „ლელოს“ აბსურდული ინიციატივა. პოლიტიკურ ველზე რაღაც ვითომდა პროგრესული იდეის შემოტანას ცდილობენ, რომ თუ კანდიდატი დებატებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ის რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას. არავინ არ კითხულობს იმას, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ ამომრჩეველს. იქნებ, ჩემს ამომრჩეველს არ სურს, რომ ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან დებატებში დავჯდე, მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზე არის ზედნაშენი, ან სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ან სხვა თაღლით პოლიტიკოსთან, რომელიც გუშინ სხვას ამბობდა და დღეს განახვავებულს ამბობს. პოლიტიკურ ველზე ჩემს საქციელს ამომრჩეველი განსაზღვრავს.
კახა კოჟორიძის განცხადება არის პოპულისტური. მით უმეტეს, ადამიანი თავს იურისტად რომ მოიხსენიებს, უნდა იცოდეს, რომ იძულებისა და ხელის ამოტრიალების შემცველი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანოს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა რაიმე პერსპექტივა არ გააჩნია და ცდილობს, ჰაერიდან მოტანილი თემები შემოგვთავაზოს განსახილველად. პროცედურა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანონპროექტის განხილვა მოხდეს. რომელ პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, როცა პროექტი პროვოკაციულია და რეალობას სცილდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ დებატებში სახელისუფლო პარტიის კანდიდატების მონაწილეობა სავალდებულო იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.