გიორგი მარგველაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
02-10-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ამერიკის მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და მისი შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა.


სასაუბრო თემებს შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობა. სენატორმა მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.


არიზონას სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა.


თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს თანადგომისათვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი