საბურთალოს რაიონში, მზია ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, 1 777 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო მოსაწესრიგებელი. კომპანიამ „ჯი-ვი-პი“ წყლისა და წყალარინების ქსელი განაახლა. ახლა კი საგზაო სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 120 616 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.