ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა
29-09-2020, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილ გამოწვევებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

 

 

ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მხრივ და საარჩევნო სისტემის ბოლოდროინდელმა რეფორმამ, რომელიც გულისხმობს მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ქვეყანას ახალი დონის დემოკრატიული განვითარება მოუტანა.

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და სავიზო ლიბერალიზაცია აძლევს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მეტი ამბიცია, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული მაქსიმალურად სრულად გამოყენება.

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. აღინიშნა, რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა - „მეტი მეტისთვის", რამდენადაც საქართველო, რომელიც ბევრს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეტს იმსახურებს, შესაბამისად, საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რათა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტი დინამიკა ჰქონდეს.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი