თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა
29-09-2020, 21:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებასდედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა.

 

 

საგანმანათლებლო კომპონენტის სამი საუკეთესო მონაწილე,ასევე, დააჯილდოვა კლასიკური მუსიკის ხმის ჩამწერმა ბერლინურმა ლეიბლმა -Cugate Classics. კომპანია გიორგი გიგაშვილის, ასლან ჩიქოვანისა და სანდრო გეგეჭკორის პროფესიონალურ აუდიოჩანაწერებსდაამზადებს, ხოლო გიორგი გიგაშვილს, ასევე კომპაქტ-დისკის სრულ საპროდიუსერო მხარდაჭერას გაუწევს.

 

 

თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. საფესტივალო კონცერტები, მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები - ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.

 


თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტიც გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ფესტივალი 29 სექტემბერს, სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა, რომელზეც მსმენელის წინაშეეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები - გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე წარდგნენ.

 


ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია მსოფლიო ბრენდი -BECHSTEIN, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად დასაკრავი მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა. თბილისის მერის მოადგილისა და სასახლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმ დარბაზს, სადაც ინსტრუმენტი განთავსდება,სიმბოლურად „ბეხშტეინის“ დარბაზი დაერქმევა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი