ბიძინა გეგიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კვლევები არსებულ რეალობას არ შეესაბამება
30-09-2020, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიძინა გეგიძე, წინასაარჩევნო კვლევების შედეგებს არ ენდობა და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

 

საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებისას ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას. 

 

 

„მიმდინარე მოვლენებს მეც ვაკვირდები, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ვაკის საარჩევნო ოლქში. განცხადებები და ე.წ. კვლევები, რომელიც ქვეყნდება, არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს არის, თავიდან ბოლომდე, მსხვილმასშტაბიანი ტყუილი. შეიძლება ეს არის წინასწარი ზემოქმედება ამომრჩეველზე, რომ ხელისუფლება და ასევე საპრიზო ადგილზე მყოფი პოლიტიკური დაჯგუფებები, გარიგებების შედეგად მიღწეული თანმიმდევრობით გაინაწილებენ მანდატებს მომავალ პარლამენტში. მეორე ვარიანტი არის ის, რომ შეიძლება ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩევლებზე, რომ მაინც არაფერი შეიცვლება და მოქალაქეების პოზიციის გამოხატვას აზრი არ აქვს. არც ერთი და არც მეორეც არ გამოხატავს დემოკრატიის სტანდარტს და არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ორივე მათგანი ემსახურება ტყუილის ტირაჟირებას. არ ჩანს, რომ ხელისუფლება მინიმალური სტანდარტით მაინც აპირებს ოდნავ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

 

 

ჩემი გამოსვლა არ ემსახურება იმას, რომ რადიკალური განცხადებები გავაკეთო, თუმცა, მიმდინარე პროცესები მორიგი ნეგატივი და სიყალბეა. კარგად ახსოვს ქართველ ხალხს წინასწარ გაცხადებული კვლევებისა და ეგზიტპოლების სახით, არაადექვატური რიცხვები და მონაცემები.

 

 

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლებამ და ყველა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს ამ სიცრუის ტირაჟირებაში, სწორი დასკვნები გააკეთოს და თავი გაანებონ ხალხის მოტყუებას. არ უნდა დავუშვათ, რომ მორიგ ჯერზე მოატყუონ ქართველი ხალხი. არ უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას, სადაც ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დარჩენა შესაძლებელია. ასე გაგრძელება არჩევნების ლეგიტიმაციის სერიოზულ პრობლემას შექმნის.“ - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი