გიორგი ვაშაძე: კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, ხელისუფლებას უნდა, ყურადღება სანახაობაზე გადაიტანოს
30-09-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, ხელისუფლებას უნდა, ყურადღება სანახაობაზე გადაიტანოს – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

 

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება მსჯელობა, რომ ძალადობის წინააღმდეგ საერთო პრევენციული მექანიზმი იყოს მოფიქრებული.

 

 

„საგანგაშოა ის ძალადობა, რაც ხდება და უფრო და უფრო აქტიურდება. მხოლოდ ოპოზიციას კი არა, მედია საშუალებებსაც თავს ესხმიან უკვე. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ამას მარტივი მიზეზი აქვს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პროგრამა, ნდობა, ისინი არიან დამსხვრეული ოცნებების, ფულის მაკეთებლების გუნდი, მათ არ აქვთ არანაირი შეთავაზება საზოგადოებისთვის, კორონავირუსი ზემოთ გარბის, ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, მათ ახლა უნდათ, რომ სანახაობაზე გადაიტანონ ყურადღება. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები თავიდან იყოს არიდებული. ვეუბნები ჩაფლავებულ გახარიას, არ გაგივათ, თქვენ სპეციალურად აწყობთ ამ პროვოკაციებს, რომ მთავარი საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს – შიმშილი, ეკონომიკა, კორონავირუსი და ლარის კურსი, ამის ნაცვლად შოუ დადგათ. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთანაც გვექნება მსჯელობა, რომ მივიფიქროთ საერთო პრევენციული მექანიზმი, რათა არ მივცეთ მათ ძალადობის უფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი