საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს.
შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში გაიმართა, აღინიშნა, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობით. მათ შორისაა „ერასმუს+", „ჰორიზონტი 2020", რომლებშიც საქართველო უკვე მონაწილეობს და რომლებში ჩართულობაც საქართველოს ევროკავშირთან განათლების მიმართულებით კიდევ უფრო აახლოებს.
მხარეებმა განიხილეს სტუდენტების, მეცნიერების და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის გაერთიანებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაში ქუთაისის უნივერსიტეტის გაწევრიანების პერსპექტივა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.