საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდეგი ამბიციური სამიზნე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომაა.
შეხვედრისას განიხილეს ის შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკური დაკავშირებისა და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოძებნის კუთხით.
ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს ეკონომიკური და შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე.
პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.