ნათია მეზვრიშვილი პრემიერის ვიზიტზე - ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში; ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს
01-10-2020, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას.

 

 

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე, ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა.

 

 

„საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს და დემოკრატიულ რეფორმებს, რაშიც ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს. პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. პრემიერის მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი და რაშიც ყოველდღიურად ცხოვრება უწევთ ჩვენს თანამოქალაქეებს. განხილული იქნა საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაესვა ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით,"- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი