პარლამენტში, პლენარული სხდომის გახსნამდე, დეპუტატები დავით ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელსაც "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა, თუმცა მალევე განიმუხტა. პარლამენტის სხდომის დაწყება ქვორუმის არარსებობის გამო დღის 4 საათამდე გადაიდო.
დავით ლორთქიფანიძეს მანამდე აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა დავით ლორთქიფანიძეს რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს. სიტუაცია სამართალდამცაველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.