ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება.
ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით, შვიდი ფიტნეს ზონა მოეწყო შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების მიმდებარედ;
პოლიტკოვსკაიას N9-ს მიმდებარედ;
ალ. ყაზბეგის N34;
ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ;
ნუცუბიძის III მ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსის მიმდებარედ;
ჭავჭავაძის N49 ა-ს მიმდებარედ;
ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ.
ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
თითოეულ მოედანზე გადახურულ სივრცეში რბილ საფარზე 8-8 ახალი დიზაინის სავარჯიშო ტრენაჟორია დამონტაჟებული. ტრენაჟორებს აქვს სიმძლავრის დარეგულირების ფუნქცია, ასევე USB-პორტები.
ფიტნეს ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 192 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.