თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა არ დადასტურდა
01-10-2020, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. 

 

 

„დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.

 

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი