„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარმომადგენელმა, გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლა გასვენებას შეადარა და „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია და „განაჩენი“ ქართველმა ხალხმა გამოიტანა.
„ჯვარი სწერია სუყველას და ხმა რომ ჩაგეწიათ და ამ შაბაშისთვის გეყურებიათ, გასვენებას ჰგავდა, ვიღაცას ასვენებდნენ - ან რა სახეებით ისხდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არც ერთს, არც ერთს არ სჯეროდა მისი სიტყვების, იმ დარბაზში რომ ისხდნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს კაცი არის აშკარად აცდენილი ყველაფერს. გამოუცვალეთ ეს კალენდარი, ჩამოუხსენით ეს 2012 წლის კალენდარი და დაუკიდეთ 2020-ის კალენდარი, ადამიანები არა ხართ?! 2012-შია კაცი ჩარჩენილი, ვერ ატყობთ? ან სიტყვა ვინც დაუწერა, ორი ჰყავს სიტყვის დამწერი, რომ უწერთ ამ სიტყვებს, მნიშვნელობები მაინც გააგებინეთ, რასაც ბჟუტურობს ის კაცი, ნახევარი სიტყვების არ ესმოდა, რასაც ლაპარაკობდა, გასულია მომსახურების ზონიდან, უღრანშია კაცი დაკარგული, სანამ დათვები შეჭამენ, გამოიყვანეთ იქიდან ეს კაცი... სამოთხეში გაცხოვრებთო და ახლა სამოთხის სამოთხეში გადაგიყვანთო, ამას ლაპარაკობდა. დამთავრებულია თქვენი ამბავი, განაჩენი გამოტანილი გაქვთ, გამოგიტანათ ქართველმა ხალხმა“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.