ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
„ჩვენ დავიწყებთ ჩვენი კარანტინის და გამოჯანმრთელების პროცესს დაუყოვნებლივ. ჩვენ ამას ერთად დავასრულებთ“, - დაწერა 74 წლის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
უცნობია, რა გავლენას იქონიებს ტრამპის დადებითი ტესტი მეორე საპრეზიდენტო დებატებზე, რომლის გამართვაც ფლორიდაში, მაიამიში, 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.